Thursday, May 15, 2014

16  მაისს  ჩვენი  ტრენინგი  მთავრდება.  მადლობა  ნინო  მასწავლებელს!

Friday, May 9, 2014

1.  პროექტის  სახელწოდება:  '' მთის  არწივის  სიმღერა''.

2.  პროექტის  მთავარი  იდეა:  ვაჟა-ფშაველას  შემოქმედების  სიმღერასთან  კავშირის  კვლევა.

3.პროექტის  აქტუალობა:  1.პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები უფრო ღრმად გაეცნობიან ვაჟას შემოქმედებას, მათ შორის, სატრფიალო ლირიკას. 2.ისწავლიან კლასგარეშე ლექსებს. 3.მოიძიებენ ვაჟას შემოქმედების მიხედვით შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს.

 4.  პროექტის  მიზნები: 1.ბავშვები შეარჩევენ და ისწავლიან ვაჟა-ფშაველას სატრფიალო ლექსებს. 2.წაიკითხავენ მხატვრულად. 3. მოიძიებენ ამ ლექსების მიხედვით შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს. 4. გამოიკვლევენ, რატომ აქვს მის ბევრ ლექსს სათაურად "სიმღერა". 5. განუვითარდებათ ტრანსფერის უნარი.

5. მონაწილეთა ასაკი: 16-17წ.

6. ვადები: 3 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები: 1. განუვითარდებათ კვლევის უნარი. 2. დაოსტატდებიან მხატვრულ კითხვაში. 3. მოსწავლეები შექმნიან ჩანახატებს მიღებულ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით. 4. შექმნიან სლაიდს. 5. გაეცნობიან ვაჟას ტექსტებზე შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვაჟას კრებული, ვიდეო კამერა, ციფრული აპარატი, ავტობუსი.

9. პროექტის მსვლელობა: 1. ლექსების მოძიება და შესწავლა. 2. მუსიკალური ნაწარმოებების მოძიება. 3. I ეტაპი-პრეზენტაცია პანთეონში. II ეტაპი-პრეზენტაცია ჩარგალში.

10. საგნებთან კავშირი: მუსიკა.

11. პროექტის ხელმძღვანელი: დალი ლეჟავა

12. პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:dalilejhava@gmail.com






სტუმრად მთის არწივთან

პროექტის,  ''მთის  არწივის  სიმღერა'',ფარგლებში  2014 წლის  8მაისს  XI-3   კლასის მოსწავლეები  სტუმრად  იმყოფებოდნენ  მთაწმინდის  მწერალთა  და  საზოგადო მოღვაწეთა  პანთეონში.  ყვავილებით  შეამკეს  ქართული  სიტყვის  დიდოსტატის, ვაჟა-ფშაველას,  საფლავი.  ისაუბრეს  პოეტის  ცხოვრებისა  და  მოღვაწეობის  საინტერესო დეტალებზე.  მხატვრულად  წაიკითხეს  მისი  რამდენიმე  ლექსი.
პრექტის  შემდეგი  ეტაპის  ფარგლებში  იგეგმება  წასვლა  ჩარგალში,  ვაჟა-ფშაველას  სახლ-მუზეუმში.