პროექტის, ''მთის არწივის სიმღერა'',ფარგლებში 2014 წლის 8მაისს XI-3 კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ყვავილებით შეამკეს ქართული სიტყვის დიდოსტატის, ვაჟა-ფშაველას, საფლავი. ისაუბრეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო დეტალებზე. მხატვრულად წაიკითხეს მისი რამდენიმე ლექსი.
პრექტის შემდეგი ეტაპის ფარგლებში იგეგმება წასვლა ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში.
No comments:
Post a Comment